გაეროში რუსეთის წარმომადგენელი ზელენსკის პიარში ადანაშაულებს

24 მაისი 2022, 13:06 531 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ პრეზიდენტის განცხადება, რომ მზადაა მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, პიარის მცდელობაა, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა.

რუსი დიპლომატის თქმით, ორი ლიდერის შეხვედრა წინასწარ უნდა მომზადდეს და მისი ყველა დეტალი ორივე მხარემ უნდა შეათანხმოს.

პოლიანსკი უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების შეწყვეტაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და რუსული მხარის მიერ  წარდგენილ წინადადებებზე უკრაინული მხარისგან პასუხებს ელოდება.

მანამდე  ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის რუსეთის მხრიდან მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად არის მზად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებების მაგიდაზე ერთი საკითხი იქნება – ომის დასრულება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში