ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ევროკავშირი არის ქართველი ხალხის არჩევანი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ - პრემიერი

25 მაისი 2022, 11:54 869 ნახვა

ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ევროკავშირი არის ქართველი ხალხის არჩევანი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი ერთგულია ევროკავშირის მიმართ.

„საქართველო არის ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორი ევროკავშირისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან ლოიალურნი და ერთგულნი ვართ ევროკავშირის მიმართ, რადგან საერთო მიზნები, საერთო პრინციპები, საერთო ფასეულობები გაგვაჩნია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს, ეს არის მთავარი დოკუმენტი, გზამკვლევი სრულფასოვანი და სრულყოფილი გაწევრიანებისთვის. 

ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ეს ძალიან დიდი მიღწევაა ქართველი ხალხისთვის და სულ ახლახანს გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, რაც უფრო ახლოს მიგვიყვანს ევროკავშირთან. ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა. ეს არის ქართველი ხალხის, ქართველი ერის არჩევანი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირს და ჩვენს საბოლოო მიზანს მივაღწიოთ, რომელიც არის სრულფასოვანი წევრობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში