„საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება” - კონფერენცია

25 მაისი 2022, 10:54 542 ნახვა

„საგზაო უსაფრთხოების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბების და საგზაო უსაფრთხოების მართვის შემდგომი გაუმჯობესების მხარდაჭერა საქართველოში“  -  ამ სახელწოდებით კონფერენცია ევროკავშირთან საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. კონფერენციაში ქართული მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა.

პროექტი ორწლიანია და ითვალისწინებს ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის განვითარებას ინსტიტუციურ დონეზე და საგზაო უსაფრთხოების ელექტრონული მონაცემთა ბაზების გაუმჯობესებას.

ინფორმაციასა და ვიდეო-მასალას ეკონომიკის სამინისტროს ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში