აშშ-ი სირიაში თურქეთის გეგმების გამო შეშფოთებულია

25 მაისი 2022, 10:56 887 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიპ ერდოღანის გეგმებით სირიის სამხრეთ საზღვართან ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა გააკეთა.

პრაისის თქმით, ნებისმიერი ახალი ოპერაცია სირიაში რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის და რისკის ქვეშ დააყენებს ამერიკის ჯარებს.

ვაღიარებთ  სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თურქეთის ლეგიტიმურ წუხილს, მაგრამ ნებისმიერი ახალი შეტევა კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს რეგიონის სტაბილურობას - აცხადებს  ნედ პრაისი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში