ჯორჯ სოროსი მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე საუბრობს

25 მაისი 2022, 09:57 775 ნახვა

,,რუსეთის უკრაინაში შეჭრა, შესაძლოა  მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს, რასაც "ჩვენი ცივილიზაცია ვერ გადაურჩება" და ამიტომ საჭიროა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის  დამარცხება“ . ამის შესახებ ცნობილმა ფილანტროპმა და მილიარდერმა ჯორჯ  სოროსმა მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი არის ღია და ჩაკეტილი საზოგადოებების დაპირისპირების შედეგი. ომის გამო კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლამ აქტუალურობა დაკარგა, რაც, მისი აზრით, შესაძლოა, ცივილიზაციის დასასრულის გამომწვევი გახდეს.

სოროსი ცივილიზაციის გადარჩენის გზად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დამარცხებას ასახელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში