95 მომხრე, 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობის წესში ცვლილებები დაამტკიცა

25 მაისი 2022, 16:54 1290 ნახვა

95 მომხრე, 6 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული მაჟორიტარის უფლებამოსილების ცნობას ცესკო მოახდენს.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ უჭერდა "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის რეგიონალური წარმომადგენლობა, თუმცა დღეს საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ცვლილებას მხარი დაუჭირეს.

გადაწყვეტილების შემდეგ, ცესკო უფლებამოსილი ხდება, ბათუმის საკრებულოში ცნოს რამაზ ჯინჭარაძის უფლებამოსილება და მას სადეპუტატო საქმიანობის დაწყების შესაძლებლობა მიეცემა.

 

 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში