საქართველოს მასშტაბით რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

26 მაისი 2022, 12:32 916 ნახვა

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა საზეიმოდ სამხედრო ფიცი დადეს.

ფიცის დადების ცერემონია თბილისსა და კიდევ ხუთ რეგიონში ერთდროულად ჩატარდა. რეკრუტებმა ფიცი დადეს ხევსურეთში, გურიაში, სამეგრელოში, ქვემო ქართლსა და კახეთში.

ფიცის დადება რეკრუტებს საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერმა მიულოცა.

"ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად გილოცვათ თქვენ, ვინც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცს დებთ. საქართველოს სამხედროებს ახასიათებდა ბრძოლის უნარი, პასუხისმგებლობა, თავგანწირვა და ფიცისადმი ერთგულება. დღეს თქვენ ამგვარი ღირსეული სამხედრო ისტორიის ნაწილი გახდით და ამ ტრადიციას ღირსეულად გააგრძელებთ.

თქვენ იცით, და კარგად აცნობიერებთ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა ადვილი საქმე არაა და მოითხოვს ღირსებასა და თავდადებას. 26 მაისს, ქართველმა ერმა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში