გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში

26 მაისი 2022, 17:57 801 ნახვა

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ეზოში საბრძოლო ხელოვნების ნიმუშების კოლექცია გამოიფინა. ვიზიტორებს  შესაძლებლობა ჰქონდათ  დაეთვალიერებინათ სხვადასხვა დროს წარმოებული, ქართული და უცხოური თოფები, დამბაჩები ხმლები, ხანჯები და დანები. მამაკაცის აღჭურვილობა  სავაზნე, ქამრები ზინზილაკებით. მუზეუმის ფონდებში დაცული თოფები ძირითადად მე-18, მე-20 საუკუნეებით თარიღდება. აქ ინახება ქართული წარმოების დამბაჩებიც, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს არის დამზადებული. წარმოდგენილი იყო  ასევე „შპაგები“  რომლებიც  რუსეთ-ოსმალეთის ომებში გამოიყენებოდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში