"გონიომ" ყიფიანის თასის მეორე ეტაპზე ხობის "კოლხეთი" დაამარცხა

26 მაისი 2022, 19:56 1582 ნახვა

საფეხბურთო კლუბმა "გონიომ" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეორე ეტაპი დაძლია. გონიოელებმა ხობის "კოლხეთს" უმასპინძლეს და მეტოქე 3-1 დაამარცხეს.

ანგარიში პირველ წუთზე პენალტიდან ბექა მუმლაძემ გახსნა. მე-12 წუთზე სხვაობა ორმადე ვაჟა მდინარაძემ გაზარდა. 42-ე წუთზე სანდრო გულიაშვილმა "გონიოს" მხირდან მესამე გოლი გაიტანა და ტაიმი 3-0 დასრულდა.

მეორე ნახევარში ერთადერთი გოლი გავიდა. პრესტიჟის ბურთი 77-ე წუთზე ხობელთა მხირდან გიორგი მეტრეველმა გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ რომ "გონიომ" პირველი ეტაპზე ხაშურის "ივერიას" 4-0 მოუგო. გუნდის შემდეგი მეტოქე უახლეს დღეებში გაირკვევა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში