სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს გამოწვევებზე, უკრაინის ომზე და რუსეთის აგრესიაზე

26 მაისი 2022, 20:03 1020 ნახვა

ევროინტეგრაციის გარდა საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლაში  ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, უკრაინის ომის მნიშვნელობასა და  რუსულ დეზინფორმაციაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია - რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა  და თქვა, რომ  საქართველო  მათ წინააღდეგ ომით და ძალით არაფერს დააპირებს. სალომე ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა  იყოს ყველას ხმა და ერის გზავნილი მიიტანოს იქ, სადაც დღეს, საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში