რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს - დაიღუპა ცხრა და დაიჭრა 19 ადამიანი

27 მაისი 2022, 10:19 901 ნახვა

რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვზე - დაბომბვებს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის დაღუპულია 5 თვის ჩვილი, დაშავდა 19 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. თავდასხმას სერიოზული ნგრევა მოჰყვა. მაშველები ნანგრევებში დაშავებულებს ეძებენენ

უკრაინის გენშტაბის ინფრომაციით, სლობოჟანსკის მიმართულებით, რუსული ძალები ამზადებენ პირად შემადგენლობას მოტორიზებული ქვეითი, სატანკო და საარტილერიო ნაწილების შესავსებად. ისინი ახორციელებს ტერიტორიების დანაღმვას უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების შესაძლო განლაგების მარშრუტებზე.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კი ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაუდასტურებელი ცნობებით, ქალაქი ლიმანი დაკარგეს. რუსულმა არმიამ, სავარაუდოდ ის დაიკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში