უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

27 მაისი 2022, 10:20 820 ნახვა

რუსეთის გაძლიერებული თავდასხმა უკრაინის დონბასის რეგიონში გენოციდის აშკარა პოლიტიკას ასახავს - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლოს მდებარე ქალაქებში, როგორიცაა დონეცკი და ლუგანსკი, რუსული ძალები "კრებენ ყველას, ვინც შეუძლიათ, რათა შეავსონ საოკუპაციო კონტინგენტში დაღუპულთა და დაჭრილთა ადგილები“.

უკრაინის ხელისუფლება დონბასში რთული ვითარების გამო, პარტნიორი სახელმწიფოებისგან ისევ ითხოვს მძიმე შეიარაღებით სასწრაფოდ დახმარებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში