პატრიარქის იუბილე

04 იანვარი 2017, 00:00 2821 ნახვა

კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს პრეზიდენტი. ,,თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს! ჩვენ ხალხს წილად ხვდა ბედნიერება ჰყოლოდა ესოდენ ბრძენი სულიერი წინამძღოლი ქვეყნის თავისუფლებისაკენ სვლის ურთულეს და დრამატულ ეპოქაში. თქვენი დაუღალავი მოღვაწეობა შინაგანი სრულქმნის ორიენტირს წარმოადგენს თქვენი მრევლისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოსა და თქვენი სამწყსოს საკეთილდღეოდ”-ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში