უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომი იქნება - მიხაილო პოდოლიაკი

27 მაისი 2022, 18:22 876 ნახვა

თუ რუსეთი არ წააგებს, მაშინ რევანშიზმი და რუსული შოვინიზმი მხოლოდ გაიზრდება და მესამე მსოფლიო ომი აუცილებლად იქნება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.  მისი თქმით, თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში გამარჯვებას შეძლებს მესამე მსოფლიო დაიწყება, რადგან დამცირებულ რუსებს სურთ დაამტკიცონ, რომ ისინი მსოფლიოში ნამდვილად მეორე ადგილს მდგომ არმიას ფლობენ. ამაზე მოწმობს მათი განზრახვა, მიითვისონ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი მაინც. ახლა რუსეთმა საკმარისი რესურსი დააგროვა აღმოსავლეთ უკრაინაში და ყველაფერი რაც იყო, სასწორზე დადო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში