სასწრაფო დახმარების თანამშრომლების აქცია

27 მაისი 2022, 18:31 970 ნახვა

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა თბილისში  საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან აქცია გამართეს.  ექიმები  ხელფასების  მატებას და  ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. მათი თქმით, კოვიდ დანამატები მოიხსნა, დატვირთვა კი იგივე დარჩა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, არაერთხელ შეხვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მოლაპარაკებები ჰქონდათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და აქციების გამართვა გადაწყვიტეს. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, სამინისტრომ დაუშვა გამონაკლისი და აპრილის თვის ფულად დანამატს ისინი უახლოეს დღეებში მიიღებენ. სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეუმცირდებათ სამუშაო საათები ისე, რომ არ დააკლდებათ ხელფასი (თვეში 192 საათიდან 156 საათამდე) რაც მათ პროდუქტიულობაზე და სამედიცინო მომსახურების ხარისხზე მნიშვნელოვნად აისახება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში