პატრიარქის იუბილე

04 იანვარი 2017, 00:00 1760 ნახვა

უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს პარლამენტის თავმჯდომარე. "ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. თქვენი მოღვაწეობა სამაგალითოა და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის. თქვენი ძალისხმევით გადაწყდა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე და თავისი მასშტაბით ისტორიული პრობლემა - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საერთაშორისო აღიარება. დიდია თქვენი ღვაწლი საქართველოს არა მხოლოდ სასულიერო, არამედ საერო ცხოვრებაშიც. უმნიშვნელოვანესი და ფასდაუდებელია თქვენი როლი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებში“- ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

ამავე კატეგორიაში