94 დღეა უკრაინელები ოკუპანტებს ებრძვიან

28 მაისი 2022, 12:00 1052 ნახვა

მეოთხე თვეა ომია უკრაინაში. 94  დღეა უკრაინელები ოკუპანტებს ებრძვიან. რუსული ძალები არ წყვეტენ მცდელობებს, უკრაინის ჯარების ზურგის მხარეს მიაღწიონ და  ამ ეტაპისთვის ლუგანსკის ოლქის ლოჯისტიკა მოშალონ.

ოლქის გუბერნატორის, სერჰი გაიდაის განცხადებით, ოლქში 10 000-მდე რუსი ჯარისკაცი იმყოფება.

მორიგ ვიდეოში კი უკრაინის პრეზიდენტი ყველა ქალაქის და დასახლების აღდგენაზე საუბრობს, ამასთან ამბობს, რომ ლიმანი ან სევეროდონეცკიც  უკრაინული იქნება.

ბოლო ინფორმაციით  დონბასში ოკუპანტებმა არტილერიის მობილიზება მოახერხეს, გრძელდება როგორც სარაკეტო, ისე საჰაერო თავდასხმები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში