თავდასხმა ტრანსგენდერ ქალებზე

29 მაისი 2022, 10:06 836 ნახვა

დღეს გამთენიისას  თბილისში ხუთ  ტრანსგენდერ ქალს, ჰომოფობიურ ნიადაგზე  თავს დაესხნენ.

ტრანსგენდერი ქალების განცხადებით 30-მდე თავდამსხმელმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, საცხოვრებელ სახლს კი ქვები დაუშინეს. მათი განცხადებით  თავდასხმა წინასწარ განზრახული იყო და საქმის სრულყოფილ გამოძიებას ითხოვენ.

დაზარალებულების განცხადებით, მათ უკვე მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველს.

შსს ამბობენ რომ დეტალებს არკვევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში