ჯო ბაიდენი ტეხასში ჩავა

29 მაისი 2022, 13:59 889 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ტეხასში, პირველ ლედისთან ერთად ჩავა და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს პირადად გამოუცხადებს.

24 მაისს ტეხასის ქალაქ უვალდში თავდამსხმელი სკოლაში შეიჭრა, მან 19 ბავშვისა და 2 მასწავლებლის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეს მასობრივი სროლის ყველაზე დიდი მსხვერპლია ბოლო 10 წელიწადში. 18 წლის დამნაშავის ლიკვიდირება პოლიციელებმა ადგილზევე შეძლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში