შევახსენებ მსოფლიოს, აღიარონ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ - ზელენსკი

29 მაისი 2022, 14:34 726 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მომდევნო კვირას პარტნიორებისგან კარგ ამბებს ელოდება, რომ უზრუნველყოფილი იყოს ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსეთისგან დასაცავად.

გარდა ამისა მან მსოფლიოს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით ტერორი გახდა რუსეთის მოქმედებების ფაქტობრივად ერთადერთი ფორმა უკრაინასთან და ევროპასთან მიმართებითაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში