„თბილისი 2“ ჩემპიონია, „ბათუმმა“ მესამე ადგილი დაიკავა

29 მაისი 2022, 17:03 1290 ნახვა

ბათუმმა ნიკოლოზ თავდგირიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეჯიბრებას უმასპინძლა.

ტურნირი რომლიც ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული და მასში საქართველოს ოთხი საუკეთესო გუნდი მონაწილეობდა „ბათუმი“ მესამე ადგილზე გავიდა.

 პირველი ადგილი „თბილისი 2“-მა დაიკავა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში თანაქალაქელებს მოუგო.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ  „თბილისი 2-ის“ ფრენბურთელი გიორგი მიქაძე დასახელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში