უკრაინიდან სავარაუდოდ მოპარული მარცვლეულით სავსე გემი სირიაში ჩავიდა - CNN

30 მაისი 2022, 10:58 724 ნახვა

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინული ფერმებიდან მოპარული მარცვლეულით სავსე რუსული სატვირთო გემი სირიის პორტ ლატაკიაში ჩავიდა. ამის შესახებ გამოცემა ახალ სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით წერს.

Maxar Technologies -ის ახალ სურათებზე გადამზიდავი Matros Pozynich-ია ნაჩვენები. ფოტო გადაღებულია ლატაკიაში 27 მაისს.

ეს არის ერთ-ერთი იმ სამი გემიდან, რომლებზეც  ყირიმში, სევასტოპოლის პორტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარცვლეულით იტვირთება. ის ბოლოს  სევასტოპოლში 19 მაისს ნახეს. 

გემს შეუძლია გადაიტანოს დაახლოებით 30 000 ტონა მარცვლეული.

CNN-ის ცნობით, Matros Pozynich-ის მსგავსმა კიდევ ერთმა გემმა  დატვირთა მარცვლეული სევასტოპოლში ბოლო ორი კვირის განმავლობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში