ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონას მიმართულებით რეისი გაუქმდა

30 მაისი 2022, 11:42 1048 ნახვა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბარსელონას მიმართულებით რეისი გაუქმდა. მგზავრები ბარსელონაში 06:00 საათზე უნდა გაფრენილიყვნენ, თუმცა ბორტზე მყოფი პირები თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, რეისი კი ამ დრომდე არ შესრულებულა.

მგზავრები აცხადებენ, რომ კონკრეტულ პასუხს ვერ ეუბნებიან რა გახდა რეისის არ შესრულების მიზეზი. ისინი აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე იმყოფებიან და პასუხს ითხოვენ, თუ როდის შეძლებენ დანიშნულების ადგილზე ჩასვლას.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რამდენიმე დღის წინ, რეისი მილანის მიმართულებითაც გაუქმდა. მიზეზად თვითმფრინავის ტექნიკური პრობლემა დასახელდა.

ავიაკომპანიაში Wizz Air ქუთაისი-ბარსელონას რეისის გაუქმების შესახებ აცხადებენ, რომ მიზეზი თვითმფრინავის "გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზი"იყო.

მათივე ცნობით, მგზავრებს საშუალება მიეცათ ბილეთები, სასურველ მიმართულებაზე და სასურველ ფრენაზე გადაეცვალათ.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში