დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით

30 მაისი 2022, 10:17 691 ნახვა

ქრთამის აღების ფაქტზე  ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, წიწვოვანი ჯიშის ხის ნერგების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა  5 000 ლარი.

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 -დან  9  წლამდე ვადით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში