პრემიერის ვიზიტი ისრაელში

30 მაისი 2022, 17:13 940 ნახვა

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში გრძელდება. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ამბობს, რომ  მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელში გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს. ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს შეხვდა. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა სამაგალითოა და 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები ამის ნათელი დადასტურებაა. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. მანამდე კი პრემიერი  ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს მიკი ლევის შეხვდა. ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში