ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება 

31 მაისი 2022, 10:11 918 ნახვა

უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება - ამის შესახებ ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთს მოქალაქეებზე თავდასხმის შეჩერებისკენ მოუწოდებს.

"ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომს.  ხაზს უსვამს, რომ რუსული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიყენებული ტანჯვა და ნგრევა ენით აღუწერელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში