''ბათუმი'' და ''ყოჩები'' ჩემპიონობისთვის ''დინამო არენაზე'' იბრძოლებენ

31 მაისი 2022, 10:57 1639 ნახვა

საქართველოს რაგბი დიდი 10-ის ფინალური შეხვედრა 17 წლის შემდეგ თბილისში ''დინამო არენაზე''  5 ივნისს გაიმართება.

ჩემპიონობისთვის ერთმანეთს ბათუმის სარაგბო კლუბი და  ბოლნისის ''ყოჩები'' დაუპირისპირდებიან.

ბათუმელებმა რეგულარული სეზონი 82 ქულით დამაჯერებლად პირველ ადგილზე დაასრულეს, ხოლო ''ყოჩებმა'' 55 ქულა მოიპოვეს და რეგულარულში მეორე პოზიცია დაიკავეს.

ეს კლუბები ერთმანეთს დაახლეობით ორი კვირის წინ  შესარჩევ ფინალში შეხვედნ და შავიზღვისპირელებმა აქ 16:7 იმარჯვეს.

ამის შემდეგ ბოლნისელებმა წინასწარ ფინალში რუსთავის ''ხარები'' 33:32 დაამარცხეს და დიდ ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.
რაგბი დიდი 10-ის დიდი ფინალი 5 ივნისს თბილისში ''დინამო არენაზე'' 20:00 საათზე დაიწყება.

ბილეთების გაყიდვა საიტ: tkt.ge-ზე უკვე დაწყებულია და ბილეთის ფასი 5 ლარი იქნება.

ორივე კლუბს საქართველოს ჩემპიონის ტიტული ისტორიაში  3-3 ჯერ აქვს მოგებული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში