საფრანგეთი უკრაინაში ფრანგი ჟურნალისტის დაღუპვის გარემოებების დადგენას მოითხოვს

31 მაისი 2022, 10:01 463 ნახვა

საფრანგეთი ორშაბათს ლუგანსკის ოლქში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს რუსი ოკუპანტების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად  ფრანგი ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტის გამოძიებას  მოითხოვს. „საფრანგეთი  ამ თავდასხმის  გარემოებების  შესახებ სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვს“ - განაცხადა უკრაინაში ვიზიტისას საფრანგეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ.

32 წლის ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი უკრაინაში ომის შესახებ  რეპორტაჟის  მოსამზადებლად უკვე მეორედ  იყო მივლინებული. იგი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ მასალას ფრანგული ტელეარხის ბი-ეფ-ემ-ისთვის ამზადებდა.გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელსაც ევაკუაციის ფარგლებში, მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გამოეყვანა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ლეკლერკ-იმჰოფი მედიის 32-ე წარმომადგენელი იყო, რომელიც  24 თებერვალს უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის  შემდეგ  დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში