საქართველოში ამ ეტაპზე „მაიმუნის ყვავილის“ არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული - გამყრელიძე

31 მაისი 2022, 14:24 925 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის  განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირება შესაძლებელია გენუმის სეკვენირებით, მალე კი ვირუსის სადიაგნოსტიკოდ ქვეყანაში სწრაფი პისიარ ტესტებიც იქნება.

„ჩვენ დღეს შეგვიძლია „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის დიაგნოსტიკა. მისი იდენტიფიცირება შეგვიძლია გენუმის სეკვენირებით. სეკვენირების პროცესს სჭირდება სამიდან 4-5 დღემდე. რაც შეეხება სწრაფ პისიარ ტესტებს, რამდენიმე დღეში, მომავალ კვირაში მაინც გვექნება პრაიმერები, რომ ავაწყოთ ეს ტესტი. სავარაუდო შემთხვევა ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე  ინფორმაციით, ევროპის წამლების სააგენტომ ავტორიზაცია მისცა მედიკამენტს, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ დროს შეიძლება, იყოს გამოყენებული. მისივე თქმით, საქართველო ამ პრეპარატზე განაცხადს გააკეთებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში