ქუთაისში 10-მდე მაღაზია გაქურდეს 

31 მაისი 2022, 14:46 879 ნახვა

ქუთაისში ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლერმონტოვის ქუჩაზე მაღაზიები გაქურდეს. 10-მდე მაღაზიიდან გატანილია თანხა და სასურსათო საქონელი.

სავაჭრო ობიექტები ერთმანეთის გვერდით მდებარეობს და ყველა მათგანი ერთი ღამის განმავლობაში გაქურდეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

დაზარალებულები ამბობენ, რომ ზარალს ითვლიან. ჯერჯერობით უცნობია 6 მაღაზიის გაქურდვა ერთი და იგივე პირების მიერ არის თუ არა ჩადენილი.

შსს ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი პირი. 

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში