უკრაინის მმართველი პარტია სახალხო დამცველს უნდობლობას უცხადებს

31 მაისი 2022, 14:06 511 ნახვა

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში უკრაინის პარლამენტის რწმუნებული, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მოთხოვნით ვერხოვნა რადაში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო - მისი უნდობლობის გამოცხადებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.  

პრესკონფერენციაზე, დენისოვამ განმარტა, რომ  კომისრის თანამდებობიდან გადაყენებით,  უკრაინის კონსტიტუციის, უკრაინის კანონების „საომარი მდგომარეობის შესახებ“ და „უმაღლეს რადას ადამიანის უფლებათა კომისრის შესახებ“, საერთაშორისო სამართალი დაირღვევა. 

რადიო თავისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უარყოფენ ვერხოვნა რადაზე რაიმე სახის ზეწოლას და დენისოვას განცხადებას მისი მხრიდან "კონსპიროლოგიურ ვერსიებზე" ყურადღების გადატანის სურვილით ხსნიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში