ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება - ნეჰამერი

31 მაისი 2022, 14:10 781 ნახვა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგი პაკეტის ფარგლებში გაზის ემბარგოს არ განიხილავს. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა  განაცხადა, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტს დღეს შეუერთდა.

"გუშინ აშკარა იყო, დღეს კი კიდევ ერთხელ ვიტყვი: გაზის ემბარგო არ იქნება განსახილველი საკითხი. ამის შესახებ ოლაფ  შოლცმაც მკაფიოდ განაცხადა" - განუცხადა მან ჟურნალისტებს. "გაზი ეს სულ სხვა რამაა, ვიდრე ნავთობი, როდესაც საქმე მიწოდების უსაფრთხოებას ეხება.

რუსული ნავთობის კომპენსაცია გაცილებით  უფრო ადვილია.გაზი კი სულ სხვა რამ არის, ამიტომ გაზის ემბარგო სანქციების  მეშვიდე  პაკეტში განსახილველ საკითხებს შორის არ იქნება" - განაცხადა ნეჰამერმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში