უკრაინის რადამ ლუდმილა დენისოვას სახალხო დამცველის თანამდებობა დაატოვებინა

31 მაისი 2022, 17:23 842 ნახვა

ლუდმილა დენისოვა უკრაინის ომბუდსმენის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლუდმილა დენისოვას ომბუდსმენის თანამდებობიდან გათავისუფლებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა კულუარულად რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.

ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მის გასათავისუფლებლად გამოყენებული იქნა მექანიზმი, რომელიც უკრაინის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ლუდმილა დენისოვა ომბუდსმენის თანამდებობას 2018 წლის 15 მარტიდან იკავებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში