ბათუმის თოჯინების და ხულოს პროფესიულ თეატრებში ხელმძღვანელების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

31 მაისი 2022, 18:20 895 ნახვა

აჭარის განათლების მინისტრის განცხადებით, ბათუმის თოჯინებისა და ხულოს პროფესიული თეატრების ხელმძღვანელებს ვადა გასულ წელს ამოეწურათ, ახლა კი დროებით გახანგრძლივებული ვადაც დასრულდა და შესაბამისად სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევი საჯარო კონკურსი გამოცხადდა. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა რეჟისორ გიორგი ჩხაიძეს. სატელეფონო საუბრისას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ გათავისუფლების ბრძანებას ელოდება. გავრცელებული ინფორმაციით ბათუმის თეატრში კიდევ ერთი ხელმძღვანელის თემურ მახარაძის გათავისუფლებაზეა საუბარი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში