აბულაძე და ქაჯაია მსოფლიო რეიტინგის სათავეში

01 ივნისი 2022, 10:03 512 ნახვა

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ მსოფლიოს რეიტინგები ორივე სახეობაში განაახლა. ბერძნულ-რომაულ სტილში მოჭიდავეთა შორის, მსოფლიო რეიტინგში 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლერი აბულაძე პირველ ადგილზეა.

130 კილოგრამ წონით კატეგორიას იაკობ ქაჯაია ლიდერობს. მათ გარდა, 55 კილოგრამ  წონით კატეგორიაში ნუგზარ წურწუმია მესამე პოზიციაზეა. მსოფლიო რეიტინგში 67 კილოგრამ  წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე მეორე ნომერია.

72 კილოგრამ  წონით კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძე მე-15 ნომერია. 82 კილოგრამ  წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე მეექვსე პოზიციაზეა.

97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი მელია მეცხრე ადგილს იკავებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში