კახი ასანიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

01 ივნისი 2022, 10:02 872 ნახვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე გუშინ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ვაჟმა, 21 წლის კახი ასანიძემ იასპარეზა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ატაცში ასანიძემ 144 კილოგრამის აწევის შემდეგ, 150 კილოგრამიანი შტანგა მეორე ცდაზე დასძლია და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მან ორი კილოგრამით გააუმჯობესა საქართველოს რეკორდი, რომელიც მას ეკუთვნოდა.

კახიმ მცირე ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა აკვრაში, სადაც მისი საბოლოო შედეგი 176 კილოგრამი იყო. საერთო ჯამში ქართველმა ძალოსანმა 326 კილოგრამი დაძლია და როგორც აღვნიშნეთ, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში