ბავშვთა დაცვის დღე მოჭადრაკეებს მიულოცეს

01 ივნისი 2022, 11:16 792 ნახვა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პატარა მოჭადრაკეებს მიულოცა.

მიხეილ ჩხენკელმა ევროპის სასკოლო ჩემპიონატის პრიზიორებს, კესარია მგელაძეს და გაბრიელ გაბადაძეს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება მიულოცა. 

ასევე მინისტრმა პირველი სიმბოლური სვლა გააკეთა საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც 8-12 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის იმართება.

როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, 2022-2023 სასწავლო წლიდან პირველკლასელები ჭადრაკს სავალდებულო საგნად შეისწავლიან.

ამ სიახლესთან დაკავშირებული დეტალები დღეს მინისტრმა ქართველ ჩემპიონებთან - ნანა იოსელიანთან და ნანა ძაგნიძესთან, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტთან და  ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან  კიდევ ერთხელ განიხილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში