გალიფ ოზთურქის დაკავების საქმე

01 ივნისი 2022, 11:50 1333 ნახვა

თურქ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება. ის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით დააკავა. ოზთურქი, ბათუმში, მეტრო ჰოლდინგის შენობაში, რამდენიმე საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს. 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე გამოძიების პროცესში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოიღეს დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე სავარაუდოდ, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში