შეუძლებელია, გადმოვცე ის მდგომარეობა, როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო - კახა კალაძე

01 ივნისი 2022, 16:10 648 ნახვა

თბილისის მერი, კახა კალაძე ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა…

შეუძლებელია, გადმოვცე ის მდგომარეობა, როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო… დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში. დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“, – წერს კახა კალაძე.

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში