„მეიჯორელი“ ბათუმში ფართოვდება

01 ივნისი 2022, 19:47 936 ნახვა

ბიზნესპროცესების აუთსორსინგის გლობალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია  „მეიჯორელმა“ საქართველოში რიგით მეოთხე ოფისი ბათუმში გახსნა. ოფისში 84 ადამიანი უკვე მუშაობს.  კომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2016 წელს, ერთი კლიენტითა და 150 გერმანულენოვანი თანამშრომლით დაიწყო. სააგენტოს  „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის ხელშეწყობით,  საქმიანობა გააფართოვა და დღეს  საქართველოში 3000-მდე თანამშრომელი ჰყავს. კომპანიის სერვისს ძირითადად დიდი და  კომპანიები ყიდულობენ, რომელთაც სურთ მომხმარებელს ესა თუ ის სერვისი დისტანციურად შესტავაზონ. მაგალითად თუ თქვენ შეიძინეთ რომელიმე ბრენდის ნოუთბუქი და გჭირდებათ ტექნიკური მხარდაჭერა თქვენ დახმარებას არა უშუალოდ მწარმოებელი კომპანია არამედ მეიჯორელი ან მისი მსგავსი სხვა კომპანია გაგიწევთ. კომპანია საქართველოს გარდა კიდევ 35 ქვეყანაში,  მსოფლიოს მასშტაბით, 500-მდე კომპანიის პარტნიორია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში