უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო გრანდების წინააღმდეგ

02 ივნისი 2022, 10:18 475 ნახვა

ექვსმა ერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 20 წლამდელთა ზაფხულის სერიაში, რომელიც 24 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით იტალიაში ჩატარდება, საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს.

კოვიდ-პანდემიის გამო, უკვე სამი წელიწადია მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ვერ ტარდება. მისი აღდგენა 2023 წლიდან იგეგმება, მანამდე კი, მსოფლიო რაგბის მხარდაჭერით, ევროპაში ალტერნატიული რეგიონალური ტურნირი იმართება, რომელშიც 6 ერის წევრების - საფრანგეთის, ინგლისის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიის და იტალიის გარდა, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ მონაწილეობას.

“უმცროსი ბორჯღალოსნები” ჯგუფური ეტაპის მატჩებს ტრევიზოში გამართავენ.

25 ივნისს მათი მეტოქე იტალია იქნება, 30-ში უელსს შევხდებით, 6 ივლისს კი – შოტლანდიას. საპლეიოფო მატჩები 12 ივლისსაა დანიშნული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში