ბუჩაში 2 ათასამდე ბავშვი დაბრუნდა - ტიმოშენკო

02 ივნისი 2022, 10:01 378 ნახვა

კიევის ოლქის ქალაქ  ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შემდეგ  აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.  ქალაქში უკვე  2 ათასამდე  დაბრუნდა. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა.

„ქალაქს  უბრალოდ  ვერ იცნობთ. ოფიციალური მონაცემებით, აქ 2 ათასამდე ბავშვი დაბრუნდა. განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ, რომ ეს ქალაქი აღარ  ასოცირდებოდეს იმ საშინელებასთან, რომელიც აქ რუსმა ჯარისკაცებმა მოაწყვეს, არამედ განვითარებასთან, სიცილთან და მომავალთან“, - განაცხადა მან. ტიმოშენკოს თქმით, ბუჩაში  მუშაობა  დაიწყო უნისეფის სოციალურმა პროგრამამ

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში