ვის მიენიჭება მარტოხელა მშობლის სტატუსი? - ცვლილება კანონპროქტში

02 ივნისი 2022, 11:43 976 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე დღეს ახალ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომლის მიხედვითაც გაიზრდება იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებსაც მარტოხელა მშობლის სტატუსი მიენიჭებათ.

მოქმედი კანონმდებლობით მარტოხელა მშობლის სტატუსი მხოლოდ დედას ენიჭება, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი  და დაბადების მოწმობაში არ არის მითითებული მეორე მშობელი.  

ახალი ინიციატივით კი, მარტოხელა მშობლის სტატუსს მამაც მიიღებს მათ შორის იმ შემთხვევაშიც თუ  არასრულწლოვნის რომელიმე მშობელი გარდაცვლილია ან რომელიმე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში