“ბორჯომის” თანამშრომლების აქცია – მსვლელობა 

02 ივნისი 2022, 15:00 563 ნახვა

''ბორჯომის'' ჩამომსხმელი ქარხნების თანამშრომელთა გაფიცვა გრძელდება. მათ დღეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შენობასთან გამართეს აქცია, მოგვიანებით კი მსვლელობით ისევ ქარხნის ტერიტორიისკენ გადაინაცვლეს.

მათი განცხადებით, სურდათ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან მოესმინათ პასუხი მიმართვაზე, აპირებენ თუ არა შეღავათი გაუწიონ უხელფასოდ დარჩენილ თანამშრომლებს კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით.  

“ბორჯომის” ქარხნის გაფიცული თანამშრომლები აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში