იური სიხარულიძე გარდაიცვალა

02 ივნისი 2022, 18:30 1367 ნახვა

გარდაიცვალა. საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ღვაწლმოსილი პროფესორი იური სიხარულიძე. მას 1953 წელს  მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1956 წელს კი  საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. იყო უნივერსიტეტ ,,გეორგიას“ და თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი. ღვაწლმოსილი პროფესორი 50-ზე მეტი წიგნის, 150-მდე სამეცნიერო სტატიის და 1500-ზე მეტი საგაზეთო სტატიის ავტორია. იური სიხარულიძე პირველი იყო, რომელმაც საქართველოს საისტორიო გეოგრაფიის კურსი შეადგინა. ასევე შეადგინა რუკები, რისთვისაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია მიენიჭა. მკვლევარი ნაყოფიერად მუშაობდა ქართული ლიტერატურის ისტორიაშიც. მინიჭებული აქვს ვაჟა ფშაველას პრემია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში