ბალტიისპირეთისთვის აჭარაში ტურები იგეგმება

02 ივნისი 2022, 19:22 1092 ნახვა

ლიეტუვასა და ესტონეთის მსხვილი ტურისტული კომპანიების სამოგზაურო ტურებს შორის მალე აჭარაც იქნება. გაცნობითი ვიზიტით რეგიონს ბალტიისპირეთის ქვეყნების ტურ-ოპერატორები სტუმრობენ.  მათ დღეს ის ადგილები მოინახულეს, რომელიც შემდეგ უკვე  მომხმარებლებს უნდა შესთავაზონ.    მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე და ასევე დაათვალიერეს არქეოლოგიური და მხარეთმცოდნეობის მუზეუმები.  ლიეტუვასა და ესტონეთის მსხვილი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებიან. ვიზიტის მთავარი  მიზანი ბალტიისპირეთის ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციაა. ტურ-ოპერატორები უკვე გაეცნენ სასტუმრო ინფრასტურუქტურასა და სერვისებს. ურთიერთ თანამშრომლობის მიზნით მათ შეხვედრები გამართეს ასევე ადგილობრივი ტურისტული  სააგენტოების წარმომადგენლებთან. მოინახულეს მაღალმთიანი აჭარა და გაეცნენ ადგილობრივ სამზარეულოს.    

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში