აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

02 ივნისი 2022, 22:07 986 ნახვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რაც მიზნად ისახავს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების და ელიტის ფინანსურ და დიპლომატიურ შეზღუდვას.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ხუთ რუს ოლიგარქსა და ელიტის წარმომადგენელს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს მარია ზახაროვას და მილიარდერ ალექსეი მორდაშოვს.

სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის ახლო მეგობრები და რამდენიმე მინისტრიც. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში