100 დღე უკრაინაში ომის დაწყებიდან

03 ივნისი 2022, 12:01 1027 ნახვა

ომის მეასე დღეს უკრაინა ისევ იბომბება და ისევ იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ომის დაწყებიდან დღემდე 261 ბავშვი დაიღუპა,  460-ზე მეტი კი დაშავდა.

ეს არის არასრული მონაცემი, რადგანაც ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე უკრაინის გენერალური პროკურატურა  მონაცემებს ვერ აქვეყნებს. რაც შეხება არსებულ ვითარებას, ოპასნაიას მიმართულებით მე-8 გაერთიანებული შეიარაღებული არმიის 150-ე მოტომსროლელი დივიზიის ცალკეულმა ქვედანაყოფებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

გენშტაბის ცნობით, ამ მიმართულებით რუსულმა ქვედანაყოფებმა პირადი შემადგენლობის მინიმუმ 50% დაკარგეს, განადგურდა მათი იარაღი და აღჭურვილობა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობა დემორალიზებულია. ასევე გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში, გასული დღის განმავლობაში, მტრის 5 შეტევა მოიგერიეს.

რუსულმა ჯარებმა საარტილერიო დარტყმები განახორციელეს დნიპროპეტროვსკის ოლქში. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, შეწყვეტილია ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის მიწოდება.

ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ ბერდიანსკში, ზაპოროჟიის ოლქის პორტთან. რთული ვითარებაა ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში