ეთერ ლიპარტელიანი გრანდ სლემის ნახევარფინალში იჭიდავებს

03 ივნისი 2022, 14:07 631 ნახვა

გრანდ სლემმა ძიუდოში თბილისში სტარტი აიღო. მედლების მოსაპოვებლად 14 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ასპარეზობას ექვსი სპორტსმენი ისევ აგრძელებს.

ტურნირზე კარგად გამოდის ეთერ ლიპარტელიანი. პირველ წრეში მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორის დარია ბილოდიდის დამარცხების შემდეგ, ქართველმა ყაზახი ნიშანბაევა დაამარცხა და ნახევარფინალში იჭიდავებს.

60 კილოგრამიან წონით კატეგორიაში ფინალში გასასვლელად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ლუხუმ ჩხვიმიანი და გიორგი სარდალაშვილი დანარჩენი სამი ქართველი ძიუდოისტი მეოთხედფინალში ასპარეზობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში