ნაცმოძრაობა ზედა ახალშენში წყლის პრობლემაზე

03 ივნისი 2022, 17:36 834 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“ სოფელ ზედა ახალშენში წყლის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს ხელვაჩაურის მერს. ზაზა დიასამიძე კი ამბობს, რომ პრობლემის გადასაჭრელად მოსახლეობასთან ერთად მუშაობა უკვე დაიწყო. როგორც განმარტავს ჭაბურღილში, რომელიც კომპანიამ მოაწყო აღმოჩნდა, რომ არ იყო საკმარისი წყლის დებეტი. თუმცა მანამდე საჭირო გეოლოგიური კვლევები ჩატარებული იყო. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. ზაზა დიასამიძე ამბობს, რომ მოკვლევის შემდეგ თუ ამის საჭიროება იქნება ნებისმიერი კომპანიის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდება. სოფელ ზედა ახალშენში 100 ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება. აქ ამ დასახლებისთვის ხელვაჩაურის მერიამ წყლის სისტემის მოსაწყობად 300 000 ლარამდე 2020 წელს გამოყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ალსოფ“-მა სამუშაოები შეასრულა და ჩააბარა კიდეც. პროექტს საგარანტიო ვადაც გაუვიდა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში